ფეხბურთი

17:46 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის საწყისი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. მოგეხსენებათ, ესტონეთი 5 სექტემბერს, ტალინში საქართველოს ნაკრებს დაუხვდება.

ესტონელთა შემადგენლობაში 24 ფეხბურთელია:

მეკარეები: მატვეი იგონენი (ფლორა), კარლ იაკობ ჰეინი (არსენალი, ინგლისი), კარლ იოჰან პეხტერი (ტარტუ)

მცველები: ტაიო ტენისტე (ბრანი, ნორვეგია), კარლ მეტსი (აიკ, შვედეთი), კენ კალასტე (ფლორა), ნიკიტა ბარანოვი (კარმიოტისა, კვიპროსი), იონას ტამი (დესნა, უკრაინა), მარტენ კუსკი (ფლორა), მიხაელ ლილანდერი (ფლორა), ჰენრი იარველაიდი (ვენდისელი, დანია)

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: კოსტანტინ ვასილიევი (ფლორა), სერგეი ზენიოვი (შახტიორი, ყაზახეთი), ჰენრი აინერი (პაიდე), ილია ანტონოვი (არარატ-არმენია, სომხეთი), ჰენრიკ ოიამა (ლოძი, პოლონეთი), მატიას კაიტი (დომჟალე, სლოვენია), რაუნო საპონენი (ფლორა), ფრანკ ლივაკი (ფლორა), მიკელ აინსალუ (ლვოვი, უკრაინა), მარკოლივერ როსნუპი (ლევადია), ვლადისლავ კრეიდა (ფლორა), ვლასი სინიავსკი (ფლორა), გეორგი ტუნიოვი (სპალი, იტალია)

შეგახსენებთ, ესტონეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს 5 სექტემბერს, ტალინში დაუხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ ერევანში, სომხეთს დაუპირისპირდება.

0.115004