ფეხბურთი

21:51 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის პრემიერლიგის რეკორდსმენი ფეხბურთიდან წავიდა

„ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ ნახევარმცველმა გარეთ ბერიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ინგლისის ნაკრების ექსფეხბურთელმა აქტიურ კარიერას წერტილი 39 წლის ასაკში დაუსვა.

ბერი პრემიერლიგის ლეგენდაა, რადგან ინგლისის ჩემპიონატში 653 მატჩი ჩაატარა და ამაზე მეტჯერ ალბიონელთა მთავარ ლიგაში არავის უთამაშია.

კარიერის განმავლობაში გარეთ ბერის „ასტონ ვილას“, „მანჩესტერ სიტის, „ევერტონისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ რიგებში უთამაშია. ინგლისის ნაკრების მაისური კი 53-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11271