ფეხბურთი

20:37 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩილუელი "ჩელსიში" გადავიდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლესტერის" ყოფილი მარცხენა გარემარბი ბენ ჩილუელი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს. როგორც "არისტიკრატების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ლონდონელებმა ჩილუელის სანაცვლოდ "მელიებს" 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს. ბენი "ლესტერის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა.

ჩილუელმა გასულ სეზონში "ლესტერის" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბენი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს და 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113