ფეხბურთი

12:24 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა ინგლისის ნაკრებში სამი დებიუტანტი გამოიძახა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ერთა ლიგის მატჩებისთვის გუნდში 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის სამი დებიუტანტია.

საუთგეიტმა ინგლისის ნაკრებში პირველად უხმო ფილ ფოდენს, მეისონ გრინვუდსა და კელვინ ფილიპსს, სრული სია კი ასეთია:

მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი, ინგლისი), ნიკ პოუპი (ბარნლი), დინ ჰენდერსონი (მანჩესტერი)

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ჯო გომესი (ლივერპული), მაიკლ კინი (ევერტონი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერი), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), კირან ტრიპიერი (ატლეტიკო, ესპანეთი), კაილი უოლკერი (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჰარი ვინკსი (ტოტენჰემი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), მეისონ მაუნთი (ჩელსი), კელვინ ფილიპსი (ლიდსი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ჯეიმს უორდ-პრაუსი (საუთჰემპტონი)

თავდამსხმელები: მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი), დანი ინგსი (საუთჰემპტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, გერმანია), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ტამი აბრაჰამი (ჩელსი)

შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები 5 სექტემბერს, რეიკიავიკში ისლანდიას შეხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ კოპენჰაგენში დანიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114922