ფეხბურთი

15:57 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "რომელი მწვრთნელი იტყვის უარს მესიზე?!"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის გაწვრთანზე უარს არ იტყოდა. მაგრამ, იქვე აღნიშნა, რომ მისი აზრით, არგენტინელი კარიერის ბოლომდე „ბარსელონაში“ დარჩება.

„მესის მოსვლა მისასალმებელი იქნებოდა, რომელი მწვრთნელი იტყოდა მასზე უარს? თუმცა, ვფიქრობ, რომ ის კარიერას „ბარსელონაში“ დაასრულებს. ჩვენ გვირჩევნია, რომ არ ვისაუბროთ ტრანსფერებზე, ვნახოთ რა მოხდება მომდევნო დღეებში. ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რომ შემადგენლობის დონე შევინარჩუნოთ“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. არგენტინელის კლუბიდან შესაძლო წასვლაზე უკანასკნელ პერიოდში ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება.

0.11554