ფეხბურთი

23:34 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ტუხელთან ნახევარფინალში დაპირისპირება მომიწევდა"

გერმანული „ლაიპციგის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მშიერია და გამარჯვება უნდა.

„გვინდა ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკუთარ თავზე ვიყოთ კონცენტრირებული, მხოლოდ პსჟ-ზე არ უნდა ვიფიქროთ. სეზონის რესტარტის შემდეგ ჩვენ არ გვითამაშია ისეთი ფეხბურთი, როგორიც გვინდა, მაგრამ ცუდი ფეხბურთითაც შეიძლება მოგება და ასე თუ იქნება, კმაყოფილი ვიქნები. ფეხბურთელებს გამარჯვება უნდათ, ჩვენ მშიერი გუნდი ვართ და ამას მათ სახეებზე ვხედავ. „ატლეტიკოსთან“ შესანიშნავად ვითამაშეთ და ახლაც იგივე გვინდა გავაკეთოთ.

ტუხელის ხელმძღვანელობით მე ვთამაშობდი, ფული მჭირდებოდა, ტრავმა მქონდა და უნდა ამერჩია რა გამეკეთებინა, ამიტომ შანსი მომეცა ანალიტიკის განყოფილებაში მემუშავა. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდიოდი და ტუხელის წინააღმდეგ მომიწევდა თამაში. ეს ბევრჯერ მომხდარა ბუნდესლიგაში და იშვიათად ვიმარჯვებდი, იმედია ახლა მოვახერხებ მოგებას.

მატჩამდე ტაქტიკას არ გავამხელ. „ატლეტიკოსთან“ სამი თავდამსხმელით არ გვითამაშია, რადგან ეს არ იყო აუცილებელი. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ძალიან მოტივირებულები ვართ. ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩემს გარეშეც მოახერხებდნენ გამარჯვებას. ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთელების ტურნირია და არა მწვრთნელების“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „ლაიფციგისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ მატჩი 18 აგვისტოს, 23:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ გამარჯვებული გუნდი თავის ისტორიაში პირველად გავა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

0.147012