სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:11 | 15.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" "ბარსელონა" შეარცხვინა: გერმანელთა ფიესტა და ესპანელთა ფიასკო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიუნხენის „ბაიერნი“ ლოგიკურად ფავორიტი იყო „ბარსელონასთან“ და მისი გამარჯვება მოსალოდნელიც გახლდათ, მაგრამ რაც „და ლუჟის“ სტადიონზე ვნახეთ, ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ჰანსი ფლიკის საათივით აწყობილი „რეკორდმაისტერი“ დემორალიზებულ, უფერულ, ნირწამხდარ, უხასიათო „ბარსელონას“ ყელში წვდა და დაახრჩო. 8:2... ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება, მითუფრო ამ დონის გუნდების დაპირისპირებაში, მაგრამ ახლა მოხდა.

„ბაიერნი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის ერთ მატჩში 8(!) გოლი გაიტანა... მიუნხენური გრანდი უდაოდ მთავარი ფავორიტია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის და ძნელი წარმოსადგენია ვინ შეძლებს მის შეჩერებას. მიუნხენელებმა ორივე ტაიმი ერთნაირად მოიგეს - 4:1. დუბლი შეასრულა ტომას მიულერმა და ბოლოს ფილიპე კოუტინიომ, „ბარსას“ საკუთრებაში მყოფმა ბრაზილიელმა, რომელმაც მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, მაგრამ ესპანური გრანდი 2:8 რომ შერცხვა, მისი წვლილი დიდია, ბოლო ორი გოლი მან გაიტანა.

ცხადია, გოლების აღწერით და მატჩის მიმდინარეობით თავის შეწყენას არ ვაპირებთ, ყველამ ნახა, რომ „ბარსელონა“ გუნდი არაა, ყველაფერია, ოღონდ გუნდი - არა. კატალონურ გრანდში სასწრაფოდ, სიღრმისეული ანალიზი და ძირეული ცვლილებებია საჭირო, თორემ მალე შესაძლოა ეს ყველაფერიც სანატრელი გაუხდეთ. იმას ნამდვილად გეტყვით, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, ზედიზედ მერვე მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე და მიმდინარე სეზონში ამ ტურნირზე მოედნიდან უგოლოდ არ გასულა (14 გოლი ჯამში). გერმანულმა გიგანტმა წელს 7:2 აჯობა „ტოტენჰემს“, ორი მატჩის ჯამში 7:1 „ჩელსის“ და ახლა „ბარსელონას“ 8:2 - გაუგონარი შედეგებია.

სხვათა შორის, „ბაიერნმა“ 2013 წელს „ბარსა“ ორი მატჩის ჯამში 7:0 გააცამტვერა და მაშინ სეზონი ტრებლით დაასრულა, ახლაც აქვს ამის შანსი და ვნახოთ, ორი ნაბიჯიღა დარჩა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ხვდებოდნენ, გამარჯვებული სეზონს ტრებლით ასრულებდა (2009 და 2015 წლებში „ბარსა“, 2013 წელს „ბაიერნი“ და ახლა ისევ მიუნხენური გუნდი მიიწევს მიზნისკენ).

„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 19 აგვისტოს „მანჩესტერ სიტისა“ და „ლიონის“ წყვილში საუკეთესოს შეხვდება. „ბარსელონამ“ კი სეზონი ლოგიკურად, უტიტულოდ დაასრულა. ცნობისთვის, ბოლო ოთხ სეზონში ესპანური გრანდი ასეთი ანგარიშებით ეთიშებოდა ჩემპიონთა ლიგას: „იუვენტუსი“ 0:3 (2017 წელი), „რომა“ 0:3 (2018 წელი), „ლივერპული“ 0:4 (2019 წელი) და „ბაიერნი“ 2:8 (2020 წელი) - კომენტარი ზედმეტია...

„ბარსელონა“ – „ბაიერნი“ 2:8 (1:4)

ლისაბონი, „და ლუჟი“

უმაყურებლოდ

„ბარსელონა“ (4-3-1-2): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; სერხი რობერტო (გრიზმანი 46), ბუსკეტსი (ფატი 70), დე იონგი; ვიდალი; სუარესი, მესი

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი (ზულე 76), ალაბა, დევისი (ერნანდესი 84); გორეცკა (ტოლისო 85), ტიაგო ალკანტარა; გნაბრი (კოუტინიო 75), მიულერი, პერიშიჩი (კომანი 67); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

გოლები: 0:1 მიულერი (4), 1:1 ალაბა (7, ა.გ), 1:2 პერიშიჩი (22), 1:3 გნაბრი (28), 1:4 მიულერი (31), 2:4 სუარესი (57), 2:5 კიმიხი (63), 2:6 ლევანდოვსკი (82), 2:7 კოუტინიო (85), 2:8 კოუტინიო (89)

გაფრთხილება: სუარესი (54), ალბა (60), ვიდალი (90) - ბოატენგი (43), დევისი (52), კიმიხი (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (5) – 22 (13) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.246076
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X