ფეხბურთი

15:37 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი: "ბაიერნის" მოქმედ ფეხბურთელებს მომავალში ვერავინ გაიხსენებს"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან გასპარმა „ბლაუგრანას“ გულშემატკივრები სამ ჯგუფად დაყო. გარდა ამისა, განაცხადა, რომ „ბაიერნი“ დღეს გაცილებით უარესი გუნდია, ვიდრე 20 წლის წინ იყო.

„თუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი გუნდი, როგორიც 5 წლის წინ, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ახლა „ბაიერნი“ გაცილებით უარესია, ვიდრე 20 წლის წინ. ძალიან მეეჭვება, რომ მომავალში გავიხსენოთ „ბაიერნის“ დღევანდელი ფეხბურთელების გავრები.

„ბარსელონას“ გულშემატკივრების სამი ტიპი არსებობს. პირველი - მარადიული პესიმისტები, რომლებიც ყოველთვის ფიქრობენ, რომ ყველაფერი ცუდადაა. მეორე ტიპის ფანებს სურთ, რომ „ბარსელონამ“ წააგოს, რათა საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდეს. ჩემთვის არცერთი ტიპის გულშემატკივრები არ არიან გულშემატკივრები. და ბოლოს, მესამე ტიპი ჩემია, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოგების უნარი გვაქვს“, - თქვა გასპარმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115365