ფეხბურთი

18:20 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმინეგე: "მესის თამაშის ხალისი უნდა წავართვათ"

მიუნხენის „ბაიერნის“ გამგეობის თავჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და რა თქმა უნდა, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

გერმანელმა არგენტინელი შეაქო და განაცხადა, რომ მას დამოუკიდებლად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

„მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ისეთი რამ აქვს, რაც მსოფლიოში სხვა მოთამაშეებს არ გააჩნიათ. მატჩის ბედის მარტო გადაწყვეტა შეუძლია, ყოველგვარი დახმარების გარეშე. მასთან მჭიდროდ თამაშია საჭირო, თამაშის ხალისს თუ წაართმევ, მაშინ შანსი არსებობს“, - თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონას“ 14 აგვისტოს დაუპირისპირდება და გამარჯვებული ამ ერთი მატჩით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104444