სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:46 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირლოზე დაბალი ხელფასი "იუვენტუსში" მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა სენსაციურად იწყება. სენსაციურად, რადგან ის ყოველგვარი გამოცდილების გარეშე „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა! ეს პრაქტიკულად უპრეცედენტო ფაქტია.

ახლო წარსულში კლუბის ლეგენდებს ბევრი გუნდი ენდობა და ეს პრაქტიკა ახალი არაა, მაგრამ პირლო მაინც გამონაკლისია - მას ჯერ არსად უმუშავია. ყველაფერი კიდევ უფრო მოულოდნელია იმის ფონზე, რომ „იუვეს“ მთავარ მწვრთნელობამდე ერთი კვირით ადრე ანდრეას „ბებერი სინიორას“ 23-წლამდე გუნდი ჩააბარეს და ერთ კვირაში ყველაფერი შეიცვალა.

ეს იქით იყოს და პირლომ ტურინულ გრანდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ხელფასი სეზონში 1.8 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება. სასაცილო თანხაა თანამედროვე ფეხბურთის ფონზე და მაშინ, როდესაც ანდრეა პირლო ხარ, მაგრამ ასეა და ისიც ვთქვათ, რომ მწვრთნელი ანდრეა პირლო ჯერ არც არავინაა, ბევრი რამ დასამტკიცებელი აქვს.

ცნობისთვის „იუვენტუსში“ მხოლოდ სამი ფეხბურთელია ისეთი, ვინც წელიწადში პირლოზე ნაკლებ ხელფასს იღებს. ერთ-ერთი ანდრეას მეგობარი ჯიჯი ბუფონია. ლეგენდარული კიპერი მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მერიჰ დემირალის გასამრჯელო 1.8 მილიონი ევროა, ხოლო მესამე მეკარე კარლო პინსოლიო სეზონში 300 ათას ევროს სჯერდება. ეს არის და ეს, „იუვენტუსის“ დანარჩენ ფეხბურთელებს მთავარ მწვრთნელზე მეტი ხელფასი აქვთ...

ცხადია, პირლოს წინამორბედებს გაცილებით მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ. მაურიციო სარის წელიწადში 5.5 მილიონი ევრო და მასიმილიანო ალეგრის 7.5 მილიონი ევრო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.10417
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X