ფეხბურთი

21:26 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპო ინძაგიმ პოლონეთის ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა

იტალიის სერია A-ს ახალწვეულმა „ბენევენტომ“ პოლონეთის ნაკრების გამოცდილი მცველი კამილ გლიკი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„მონაკოს“ აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

გლიკს იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, „პალერმოს“, „ბარისა“ და „ტორინოს“ ღირსებას იცავდა. ტურინელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და 171 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება „ბენევენტოს“, მას ლეგენდარული ფილიპო ინძაგის ავარჯიშებს და სერია A-ს საგზური სარეკორდო ქულებით მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127902