ფეხბურთი

13:49 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტანტების დაპირისპირება სოხუმის „დინამომ“ მოიგო

საქართველოს ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშება 1 ტურის ბოლო შეხვედრა დღეს, თბილისში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართა. ერთმანეთს გათამაშების ორი დებიუტანტი, სოხუმის „დინამო“ და „თუშეთი“ დაუპირისპირდა.

შედარებით გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ სოხუმის „დინამომ“ უპირატესობა თამაშის სტარტზევე მოიპოვა. სოხუმელებმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს. თუმცა, ამ ტაიმში, სოხუმელებს ხელი „თუშეთმაც“ შეუწყო, რომლის ფეხბურთელებმაც ორი ავტოგოლი გაიტანეს და „დინამომ“ ტაიმი 5-0 მოიგო. სოხუმელებმა, მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ 3 გოლი გაუტანესს, გათამაშებაში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს.

ქალთა ლიგის მომდევნო, მეორე ტური, 15-16 აგვისტოს გაიმართება.

„დინამო“ სოხუმი - „თუშეთი“ 8-0 (5-0)

თბილისი, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი

„დინამო“: მარიამ როსტიაშვილი, ნინო ჩანგელია, ელენე ელოშვილი (70’), ლანა ქარდავა (70’), თამარ ახობაძე, თამრიკო კვალიაშვილი (50’), სოფო ორაშვილი(50’), ნინო ჭუჭულაშვილი (50’), ნატო კევლიშვილი (70’), ანა კულდონაშვილი (70’), მედეა მუმლაძე

შეცვლა: 50’- ელენე გაზდელიანი, ლიზი გომელაური, ანა კოშაძე 70’- მარიამ კიკალაშვილი, თეა მეტრეველი, მარიამ მეტრეველი ნინო კურტანიძე

მთავარი მწვრთნელი: დავით თაქთაქიშვილი

„თუშეთი“: დიანა ბაქრაძე, ლიკა ცუხურკაიძე, თამარ ყიზილაშვილი, ანი პაატაშვილი, ევა მანჯარაული, მარიამ ცისკარიშვილი, სალომე იუკურიძე, სოფო თილიძე, თათია ბიწაძე, სალომე არაბული, ანანო ხუცურაული.

მთავარი მწვრთნელი: მერაბი ბულაშვილი

გოლები: 13’ კულდონაშვილი, 27’ (ავტოგოლი) პაატაშვილი, 31’ კევლიშვილი, 34’ (ავტოგოლი) ყიზილაშვილი, 42’ / 79’ ჩანგელია, 60’ / 90’ გაზდელიანი

გაფრთხილება: 33’ არაბული, 76’ მეტრეველი

მსაჯები: კობა რევაზაშვილი, სოფიკო რიჟამაძე, ვიკა სახურია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121133