თამაშგარე

11:28 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელ მამრთმაძიებელ დაშას ამბავი

თუკი ვინმეს უკრაინულ ფეხბურთზე გული ალალად შესტკივა, ეს რასაკვირველია პირველყოვლისა უკრაინელი ჟურნალისტი და მოდელი დაშა სავინაა, რომელმაც თვალი თანამემამულე ფეხბურთელებს ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ დაადგა და დროს არ ზოგავს მათთან საკურკუროდ.

ჯერ იყო და დაშამ საკმაოდ წარმატებული რომანი გააბა ახალგაზრდა უკრაინელ მობურთალ და უკრიანის ნაკრების წევრ ვლადისლავ სუპრიაგასთან, რომელმაც დაშასთან დაშორება ძალიან მძიმედ გადაიტანა და სატრფოსთან განშორების შემდეგ არც საჯაროდ ცრემლების ღვარღვარის შერცხვენია.

ამი შემდეგ დაშა სავინას მრავლისდამტევი და შორსგამხედავი მზერა დონეცკის “შახტარის“ მცველ ვალერი ბონდარს დაადგა, რომელთანაც სულ მალე გამოიძებნა საერთო ენა და წყვილი ისე აღმოჩნდა საძინებელში, ალბათ თავადაც კი ვერ გაიგეს. უკრაინაში იძახიან, სავინა ეგრე არ გაჩერდება და ფეხბურთელ მამრთა ძიებას კიდევ გააგრძელებსო და რთულია ამ ვარაუდში ეჭვი შეიტანო...

0.160994