ფეხბურთი

12:27 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მბაპე დაუბრუნდა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე გამოჯანმრთელდა. ფრანგმა შემტევმა გუშინ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო და „ატალანტასთან“ მატჩისთვის ემზადება.

ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა კილიანი 90 წუთის სათამაშოდ მზად, მაგრამ მისი დაბრუნება ტომას ტუხელისთვის შესანიშნავი ინფორმაცია, რადგან ანხელ დი მარიას დისკვალიფიკაციის გამო მოისაკლისებს და მბაპეს ყოფნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ პსჟ 12 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

0.138525