სხვა

1:12 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კენიელ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს კორონავირუსი შეეყარა

3 000 მეტრზე სტიპლჩეიზში ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონს, კენიელ კონსესლუს კიპრუტოს, კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის გამო, ის ბრილიანტის ლიგის პირველ შეხვედრას, რომელიც პარასკევს მონაკოში გაიმართება, გამოტოვებს.

25 წლის კიპრუტო ამბობს, რომ მონაკოს შეხვედრის წინ, შესანიშნავ განწყობაზე იყო და იმედოვნებდა, რომ მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება შეეძლო. ცნობისათვის, მისი საუკეთესო შედეგი 8 წუთი და 0.12 წამია. მსოფლიო რეკორდი (7:53.63) კი კენიაში დაბადებულ და ყატარის სახელით მოასპარეზე საიფ საიდ შაჰინს ეკუთვნის.

„ჩვენს მსოფლიოს რთული დრო უდგას და ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობა გვეკისტება. სამწუხაროდ, ჩემმა COVID-19-ის ტესტმა, რაც მონაკოს შეხვედრის პროტოკოლის ნაწილია, დადებითი შედეგი დააფიქსირა. ამის გამო, მონაკოს ბრილიანტის ლიგის შეხვედრაზე ასარეზობას ვერ შევძლებ. არანაირი სიმპტომი არ მაქვს და შესანიშნავ განწყობაზე ვიყავი. შეჯიბრზე მსოფლიო რეკორდის დამყარებას ვუმიზნებდი. უკვე დიდი ხანია, ის კენიის მიღმაა“, - ამბობს კიპრუტო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111227