სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:02 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ის, რაც გუშინდელმა მატჩებმა დააფიქსირა: ფაქტები და დეტალები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ დაბრუნდა. დაბრუნდა უჩვეულოდ, აგვისტოში და უმაყურებლოდ, მაგრამ ახლა ეს მეორე ხარისხოვანია.

„იუვენტუსს“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლი არ ეყო „ლიონის“ ბარიერის დასაძლევად, ზინედინ ზიდანმა პეპ გვარდიოლასთან მეორე დუელი წააგო და „რეალი“ ზედიზედ მეორე სეზონია მერვედფინალში გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას.

გუშინდელი ორი მატჩიდან საინტერესო ფაქტები, დეტალები, სტატისტიკა შევაგროვეთ და გავაერთიანეთ...

  • „იუვენტუსი“ ისტორიაში პირველად გამოეთიშა ევროტურნირს ფრანგულ კლუბთან დაპირისპირებაში. შესაბამისად, „ლიონი“ პირველი ფრანგული გუნდია, რომელმაც ტურინული გრანდი ორი მატჩის ჯამში დაამარცხა.
  • კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 67-ე გოლი გაიტანა და ეს ზუსტად იმდენია, რამდენიც მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფ ლიონელ მესის (46) და ტომას მიულერს (21) ერთად აქვთ გატანილი პლეი-ოფში.
  • კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ მესამე ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგაზე, რომელმაც სამი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში („მანჩესტერი“, „რეალი“, „იუვენტუსი“) ერთ მეტოქეს („ლიონს“) გაუტანა. მანამდე იგივე ჰანს იორგ ბუტს (მეკარე, „ჰამბურგით“, „ლევერკუზენით“ და „ბაიერნით“ „იუვენტუსს“ გაუტანა) და რუუდ ვან ნისტელროის (პსვ-ს, „მანჩესტერისა“ და „რეალის“ მაისურით „ბაიერნს“ გაუტანა) გაეკეთებინათ.
  • ბოლო ორ სეზონში "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 7 გოლი გაიტანა და შვიდივე რონალდუმ ანგარიშზეა. მას შემდეგ, რაც ის გუნდშია, სხვა პლეი-ოფში გოლს ვერ იტანს.
  • რონალდუმ ეს სეზონი 37 გოლით დაასრულა და "იუვენტუსის" ისტორიაში ერთ სეზონში ამაზე მეტი არავის გაუტანია. პორტუგალიელმა 95 წლის წინ დამყარებული რეკორდი დაამხო...
  • „იუვენტუსმა“ „ალიანც სთედიუმზე“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაუშვა პენალტით გოლი. ბოლოს ტურინელებმა საკუთარ მოედანზე თერთმეტმეტრიანიდან გოლი 2009 წლის დეკემბერში ჰანს იორგ ბუტისგან გაუშვეს, თუმცა, მაშინ „ალიანც სთედიუმი“ აშენებული არ იყო.
  • კრიშტიანუ რონალდუ 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ პირველად დარჩა მეოთხედფინალს მიღმა. პორტუგალიელი მაშინაც „ლიონთან“ დამარცხდა, „რეალის“ შემადგენლობაში (0:1, 1:1).
  • რაფაელ ვარანი „რეალის“ პირველი ფეხბურთელი გახდა 2007-2008 წლების სეზონიდან მოყოლებული, რომელმაც ორი გაშვებული გოლის დროს უხეში შეცდომა დაუშვა.
  • მემფის დეპაი პირველი ფეხბურთელია 2003-2004 წლების სეზონიდან, რომელმაც ერთ თამაშში პენალტი გაიტანა და აიკიდა.
  • ზინედინ ზიდანი მწვრთნელის რანგში პირველად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას.
  • მადრიდის „რეალმა“ 2008-2009 წლების შემდეგ პირველად წააგო პლეი-ოფის ორივე მატჩი ერთ გუნდთან. მაშინ ესპანურ გრანდს ეს „ლივერპულთან“ დაემართა, ასევე მერვედფინალში.
  • პეპ გვარდიოლა მესამე მწვრთნელი გახდა მარჩელო ლიპისა (1995-1996, 2002-2003) და ოტმარ ჰიტცფელდის (2000-2001, 2006-2007) შემდეგ, რომელმაც „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან მინიმუმ ორჯერ გააგდო.
  • გაბრიელ ჟესუსი პირველი ფეხბურთელი გახდა რუუდ ვან ნისტელროის შემდეგ, რომელმაც „რეალს“ პლეი-ოფის სტადიაზე ორივე თამაშში გაუტანა. ჰოლანდიელმა იგივე 2002-2003 წლების სეზონში „მანჩესტერის“ მაისურით შეძლო.
  • მემფის დეპაი რუუდ ვან ნისტელროის შემდეგ მეორე ჰოლანდიელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 6 მატჩში გოლი გაიტანა.
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112791
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X