ფეხბურთი

23:02 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში "დინამო თბილისი" გალიდერდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისი“ გალიდერდა. შესაძლოა დროებით, რადგან „დილას“ გამარჯვების შემთხვევაში („ლოკომოტივთან“) შეუძლია მისი გადასწრება.

ეს მატჩი ორშაბათს გაიმართება, მინიმუმ იქამდე კახა ჩხეტიანის გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში იქნება. „დინამო“ მას შემდეგ გალიდერდა, რაც თანაქალაქელ „მერანს“ 2:1 მოუგო.

ანგარიში დავით კობოურმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გახსნა, რასაც მეორე ნახევარში საიმონ ბენიოს გოლიც მოჰყვა და მატჩის ბედიც გადაწყდა. მართალია ბოლო წუთზე ვეტერანმა ნახევარმცველმა რევაზ გეწაძემ პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი გამოდგა.

„დინამო თბილისი“ 18 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო თბილისის „მერანი“ პირიქით - პირველ წრეში თამაშიც ვერ მოიგო, მხოლოდ 4 ქულა აქვს და ბოლო, მეათე ადგილზეა.

„მერანი“ – „დინამო თბილისი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კობოური (45), 0:2 ბენიო (70), 1:2 გეწაძე (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115137