ფეხბურთი

21:49 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა

პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების და "პორტუს" მცველი დიოგუ ლეიტე კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს. როგორც Marca იუწყება, ფეხბურთელის ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და უახლოეს მომავალში პორტუგალიელის წარდგენა მოხდება.

"ვალენსია" დიოგუს სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის და მომავალში "პორტუმ" შესაძლოა "ბონუსების" სახით კიდევ ხუთი მილიონი მიიღოს. ლეიტე "დრაკონების" პირველ გუნდში 2018 წელს დააწინაურეს. გასულ სეზონში დიოგუმ 20 მატჩ ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.11446