ფეხბურთი

18:40 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

იაპონელი ფეხბურთელის უნიკალური რეკორდი

„იოკოჰამას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კაზუ მიურამ მორიგი რეკორდი დაამყარა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ხუთ ათწლეულში ითამაშა.

1980, 1990, 2000, 2010 და ახლა უკვე 2020 წლები - კაზუ ისევ მინდორზეა. 53 წლის იაპონელმა ისტორიული რეკორდი „საგან ტოსუსთან“ მატჩში დაამყარა, როდესაც მინდორზე 63 წუთი კაპიტნის სამკლავურით გაატარა.

მიურას უნიკალური კარიერა პროფესიონალურ დონეზე 1986 წლიდან იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება. „იოკოჰამასთან“ კონტრაქტი მას წლის ბოლომდე აკავშირებს.

კაზუ მიურას თავის დროზე იაპონური გუნდების გარდა, ბრაზილიასა და ავსტრალიაში უთამაშია, ხოლო ევროპაში „ჯენოას“ და „კროაციას“ ღირსებას იცავდა. 1900-2000 წლებში კი იაპონიის ნაკრებში ჩატარებულ 89 თამაშში 55 გოლი გაიტანა.

0.112541