სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:28 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა "რეალის" და "იუვეს" რთული მისიებით ბრუნდება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. ბრუნდება სტადიონებზე უმაყურებლოდ, მაგრამ ისე ძალიან დიდი ინტერესით და ბევრი ინტრიგით. კორონავირუსის პანდემიამ უჩვეულო ვითარება შექმნა და ახლა, როცა წესით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეები უნდა ირკვეოდეს, მეოთხედფინალისტები გაირკვევა. ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ეს სტადია აგვისტოში პირველად იმართება.

დღეს ორი მატჩია და ორი მეოთხედფინალისტი გახდება ცნობილი. ოთხი უკვე ვიცით - „ატალანტა“, „პარი სენ ჟერმენი“, „ლაიპციგი“ და „ატლეტიკო“.

მთავარი მატჩი „ეტიჰად სთედიუმზე“ შედგება, სადაც პეპ გვარდიოლასა და ზინედინ ზიდანის საპასუხო დუელი გველოდება. 26 თებერვლის შემდეგ, როდესაც „სიტიმ“ მადრიდში 2:1 მოიგო, ბევრმა წყალმა ჩაიარა. „ქალაქელებისთვის“ ამ სეზონის გადარჩენა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგით თუ იქნება შესაძლებელი, რადგან შიდა ასპარეზზე ხელცარიელი დარჩა. სამაგიეროდ, „რეალმა“ ლა ლიგის ჩემპიონობა მოახერხა და თან ისე, რომსეზონის რესტარტის შემდეგ ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფებოდა. თუმცა გუნდებს დაახლოებით ორკვირინია უმოქმედობა აქვთ და ვნახოთ, როგორ დაეტყობა ეს მათ ფორმას.

ფაქტია, „სამეფო კლუბს“ მანჩესტერში მინიმუმ 2 გოლის გატანა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგ ეტაპზე ვერანაირად ვერ გავა. „რეალის“ მდგომარეობს შინ წაგებული პირველი დაპირისპირების გარდა, ისიც ართულებს, რომ სერხიო რამოსი დისკვალიფიცირებულია. მის გარეშე კი „რეალს“ ძალიან უჭირს, სხვა თუ არაფერი, ბოლო 6 მატჩიდან, როდესაც რამოსი ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდულ გრანდს ვერ დაეხმარა, „ბლანკოსმა“ ერთადერთხელ იმარჯვა. ესპანელებს ვერც მარიანო დიასი დაეხმარებათ, მას კორონავირუსი აღმოაჩნდა. არ ითამაშებს გარეთ ბეილიც, ჯანმრთელადაა, მაგრამ განაცხადში ზიდანმა უელსელი მისსავე სურვილით არ შეიყვანა.

დანაკლისი აქვს „მანჩესტერ სიტისაც“, რომელიც ფონს გასვლას სერხიო აგუეროსა და მენდის გარეშე ეცდება. ამის გარეშეც, გვარდიოლას გუნდი ბოლო ხანს მაინც კარგ ფორმაში იყო. სხვათა შორის, ესპანელმა შეგირდებს მადრიდში მოგებული მატჩის დავიწყება ურჩია.

პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი): „დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი თამაში ჩავატარეთ. პირველივე თამაშის შემდეგ ვიცოდით, რომ სახლში განსხვავებული მატჩი გველოდა. გულშემატკივრების გარეშე ვიქნებით, მაგრამ ვეცდებით კარგად ვითამაშოთ. ნამდვილად გვინდა ამ ტურნირის მოგება და ამისთვის „რეალის“ მსგავსი გუნდების დამარცხება საჭიროა. პირველი თამაშის შემდეგ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელები თუ ამაზე ფიქრს დაიწყებენ, დავმარცხდებით“.

ზინედინ ზიდანი („რეალის“ მთავარი მწვრთნელი): „არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ კარგი მატჩი იქნება ორ ძალიან კარგ გუნდს შორის და ეს ყველაზე მთავარია. ამ მატჩისთვის მოსამზადებლად 10 დღე გვქონდა და გუნდში კარგი ვითარებაა. აზარი კარგადაა, ბეილმა კი თვითონ მითხრა, რომ განაცხადში არ შემეყვანა, მაგრამ ამაზე მეტს ვერ გეტყვით, ეს საკითხი მხოლოდ ჩვენს შორის რჩება“.

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“, 23:00 საათი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, ფერნანდინიო, ლაპორტი, ჟოაო კანსელო; დე ბრუინი, როდრი, გუნდოგანი; მაჰრეზი, გაბრიელ ჟესუსი, სტერლინგი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ვარანი, ედერ მილიტაო, მენდი; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი; აზარი, ბენზემა, ვინისიუსი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

დღის მეორე მატჩი ტურინშია ჩანიშნული და ისიც დიდ ინტერესს იწვევს, რადგან „იუვენტუსი“ დიდი ამბიციის მქონე გუნდია, ხოლო მისი მეტოქე „ლიონი“ - ძალზე ამაყი. თანაც თებერვალში ხომ ფრანგებმა იმარჯვეს 1:0 ჰუსამ აუარის გოლით.

საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აღარც განახლებულა და „ლიონს“ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს. თუმცა, რუდი გარსიას გუნდმა 1 კვირის წინ საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ-სთან მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო. „იუვენტუსი“ კი პირიქით ტონუსშია და ბოლო 1 თვეში 14(!) თამაში ჩაატარა. სხვათა შორის, რუდი გარსიამ ამ გარემოებებს ხაზი გაუსვა და თქვა, რომ ტურინელებს რიტმში შესვლა არ გაუჭირდებათ ჩვენგან განსხვავებით, მაგრამ ჩვენი პლიუსი ისაა, „იუვესთან“ შედარებით უფრო დასვენებულები ვართო.

„იუვენტუსმა“ ზედიზედ მეცხრე სკუდეტო მოიგო. თუმცა, მაურიციო სარის კრიტიკოსები ძალიან ბევრი ჰყავს, „ბებერი ქალბატონი“ უწინდებურად დამაჯერებელი და მრისხანე ვეღარაა, განსაკუთრებით უკანა ხაზში, რადგან სერია A-ში 43 გოლი გაუშვა, ასეთი ცუდი შედეგი კი 2011 წლის შემდეგ პირველად აქვს. გარსიამ ამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტოქეს დაცვაში უჭირს და „ლიონს“ 1 გოლი ხელ-ფეხს გაუხსნის.

ფრანგებს დღევანდელ შეხვედრას დანაკლისის გარეშე შეხვდნენ. მეტიც, „ლომებს“ მემფის დეპაი დაუბრუნდათ, რომელსაც წესით საპასუხო მატჩი უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო იმდენი ხნით გადაიდო ეს მეორე თამაში, ჰოლანდიელმა უმძმეს ტრავმა მოიშუშა. საპასუხოდ მაურიციო სარის საფიქრალი არ აკლია. ჯორჯო კიელინიმ და მერიჰ დემირალმა ახლახან მოიშუშეს მძიმე ტრავმები და ჯერ იდეალურ კონდიციაში არ არიან. სამი ხედირა საერთოდ არაა ლიგის განაცხადში, მატია დე შილიო და დუგლას კოშტა მოედანზე ტრავმების გამო ვერ გავლენ. საეჭვოა პაულო დიბალას საკითხიც, მასაც ტრავმა აქვს და ყველაფერი ბოლო მომენტში გადაწყდება.

მაურიციო სარი („იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი): „ძალიან კარგი თამაში იქნება. „ლიონი“ განვითარებადი გუნდია, რომელიც დაცვაში მყარად თამაშობს, ხოლო კონტრშეტევებზე სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელებით გადადის. ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ „ლიონის“ დამარცხება შეუძლებელი არაა. რონალდუ ძალიან კარგადაა, ბოლო ვარჯიშზე საოცარი გოლიც გაიტანა. მან მოკლე პერიოდში ბევრი თამაში ჩაატარა და სწორად მოიქცა, რომ ბოლოს დაისვენა. ვეცდებით პაულო დიბალა გამოვაჯანმრთელოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ ექიმების ხელშია. ხუან კუადრადო ძირითად შემადგენლობაში იქნება, თუმცა არ ვიცი დაცვაში ითამაშებს თუ შეტევაში“.

რუდი გარსია („ლიონის“ მთავარი მწვრთნელი): „ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ მატჩს ვითამაშებთ და დიდი მოტივაცია გვაქვს, რადგან მეოთხედფინალში თამაში გვინდა. „იუვენტუსს“ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენ აქამდე თავმდაბლობით მოვედით, მაგრამ ბევრი ამბიცია გაგვაჩნია. შანსი თანაბარია, მაგრამ პირველი თამაში ჩვენ მოვიგეთ და ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია“.

სავარაუდო შემადგენლობები:

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“, 23:00 საათი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, რაბიო; ბერნარდესკი, იგუაინი, რონალდუ

„ლიონი“ (3-5-2): ლოპეში; დენაიერი, მარსელო, მარსალი; დუბუა, კაკერე, გიმარაეში, აუარი, კორნე; დეპაი, დემბელე

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.138882
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X