ფეხბურთი

20:05 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

კატალონიის „ბარსელონამ“ ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი გუსტავო მაია დაიმატა, რომელიც თავდაპირველად B გუნდში ითამაშებს.

„ბარსა“ გუსტავო მაიას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა და მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 4.5 მილიონი ევრო გადაიხადა. სამხრეთამერიკელმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და გამოსასყიდ თანხად 300 მილიონი ევრო მიუთითეს.

19 წლის ფეხბურთელი 14 წლის ასაკიდან „სან პაულუში“ თამაშობდა და ახალგაზრდულ დონეზე 7 ტიტულის მოპოვება მოასწრო. პირველ გუნდში დებიუტი არ ჰქონია, მაგრამ 2020 წლის დასაწყისში დანი ალვეშთან, ერნანესთან, პატოსთან ერთად ვარჯიშობდა ბრაზილიის ერთ-ერთ უდიდეს გუნდში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114825