სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:53 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: "ყველაფერი ნულიდან იწყება, ფეხბურთი ძალიან მომენატრა"
ჯანო ანანიძის პირველი ინტერვიუ "როტორის" ფეხბურთელის რანგში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე რუსულ „როტორში“ ოფიციალურად გადავიდა. კონტრაქტი 1-წლიანია და ჩვენებური მომავალ სეზონს იმედის თვალით უყურებს.

როგორც ჯანომ კლუბის ვებგვერდისთვის მიცემუმ ინტერვიუში თქვა, ფეხბურთი ძალიან მოენატრა, უნდა საკუთარ თავს დაუმტკიცოს ყველაფერი და კარგ ფორმაში შევიდეს.

- როგორ შეიტყვეთ „როტორის“ დაინტერესება?

- საქართველოში ვიყავი და ტელეფონზე დამირეკეს. ვფიქრობდი, გადაწყვეტილება მაშინვე არ მიმიღია. კარიერის გასაგრძელებლად სხვა ვარიანტებიც მქონდა, საქართველოდან და თურქეთიდან, მაგრამ ოფიციალური წინადადება მხოლოდ „როტორისგან“ მივიღე. მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთში დაბრუნება გადავწყვიტე. აქ 15 წლიდან ვთამაშობ, „სპარტაკში“ 11 წელი გავატარე, რუსეთში, როგორც ფეხბურთელი გავიზარდე და ჩემპიონატს კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ტრავმებიც დასრულდა, მინდა ვითამაშო, ფორმაში შევიდე და ძველ დონეზე დავბრუნდე. მიხარია, რომ აქ ვარ.

- ვოლგოგრადში ნამყოფი იყავით?

- არა, პირველად ვარ. „სპარტაკში“ თამაშის დროს „როტორი“ პრემიერლიგაში არ თამაშობდა და აქ ჩამოსვლა არ მომიწა. ახლა ცოტა ხნით შევძელი დათვალიერება, სუფთა და ლამაზი ქალაქია.

- გუნდში ფეხბურთელებს იცნობთ?

- ბექა მიქელთაძეს ვიცნობ, მას ვესაუბრე და გუშინ ვნახე. სოციალურ ქსელში თქვენს გვერდს ვუყურებ და ნაცნობი სახეები არიან, მაგრამ გუნდს, როდესაც შევუერთდები, შემდეგ ყველას პირადად გავიცნობ.

- უფრო ადვილია იმ გუნდში გადასვლა, სადაც ქართველია?

- დიახ. „სპარტაკში“ რომ ვიყავი, გიორგი ჯიქია იყიდეს და მისთვის ადაპტირება უფრო ადვილი იყო, რადგან მას შევხვდი. იმედია მიქელთაძე ყველაფერს ამიხსნის. აქ ნიკა ყიფიანიცაა, მაგრამ მას პირადად ჯერ არ ვიცნობ.

- „როტორი“ და თქვენ პრემიერლიგაში დაბრუნდით. რა მიზანს ისახავთ?

- ფეხბურთი ძალიან მომენატრა. კვიპროსში გადასვის შემდეგ პანდემია დაიწყო და 3-4 თვე ყველაფერი გაჩერდა. მეც ველოდებოდი ოფიციალურ წინადადება, რომ მალე დამეწყო ვარჯიში. ოქტომბერში საქართველოს ბელარუსთან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს და მინდა ფორმაში ვიყო, რომ „როტორსა“ და ეროვნულ გუნდს დავეხმარო.

- ახლა როგორ ფორმაში ხართ?

- შეიძლება ითქვას, ოპტიმალურის 30%-ზე ვარ. სახლში იდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს განსხვავებულია გუნდში და მწვრთნელთან ვარჯიშისგან. 2 კვირა, მაქსიმუმ 3 კვირა მჭირდება კარგ ფორმაში შესასვლელად.

- კარიერის უმეტესი ნაწილი „სპარტაკში“ გაატარეთ, რომელიც 90-იან წლებში „როტორის“ მთავარი მეტოქე იყო. თქვენთვის ეს პრინციპული მატჩები იქნება?

- პრინციპული არა. „სპარტაკს“ ლამაზად დავშორდი, ორივე მხარემ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მათ ვერაფერს დავუმტკიცებ, იქ ბევრი მეგობარი მყავს და მინდა მათთან შეხვედრა, მაგრამ ფეხბურთში დასამტკიცებელი არაფერია.

- „როსტოვთან“ მატჩი? იქ ვალერი კარპინი მუშაობს...

- არა, იქ ერთი, 2013-2014 წლების სეზონი გავატარე, შემდეგ 6 თვე იჯარი „კრილია სოვეტოვში“ ვიყავი. ვალერი კარპინმა „სპარტაკში“ მუშაობის დროს პირველ გუნდში დამაწინაურა და მასთან დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. ჩემთვის მთავარია საკუთარ თავს დავუმტკიცო, ფორმაში შევიდე, კარგად ვითამაშო და „როტორს“ დასახული დავალებების გადაჭრაში დავეხმარო.

- ალბათ გაიგებდით, აქ როგორი ერთგული და ხმაურიანი ფანები არიან...

- დიახ, გავიგე, რამდენიმე ვიდეოც ვნახე და ტრიბუნებზე 20-30 ათასი ქომაგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მათთის ვთამაშობთ. ახლა ფეხბურთი უმაყურებლოდაა და შეხედვაც არ მინდა, რადგან ცარიელი ტრიბუნებით არაფერს აქვს აზრი. აქ ერთგული ფანები არიან და ბედნიერი ვარ, მივესალმები ყველას. ახლა შეზღუდვებია, მაგრამ მჯერა, როდესაც ეს მოიხსნება სტადიონი გაივსება, რადგან მინდა სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. ეჭვიც არ მეპარება ასე იქნება, როდესაც გულშემატკივრებს თამაშზე დასწრების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემენ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.117084
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X