ფეხბურთი

19:55 | 3.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში დახველებისთვის ფეხბურთელები წითელი ბარათით დაისჯებიან

ინგლისის პრემიერლიგაში ფეხბურთელებს დახველება აეკრძალებათ. The Sun-ის ინფორმაციით, თამაშის დროს მეტოქის ან მსაჯის მიმართ დახველების გამო ფეხბურთელი წითელი ბარათით დაისჯება.

უცნაური სასჯელის შემოღების მიზეზი რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიაა. აღსანიშნავია, რომ არაა გამორიცხული განზრახ დახველების გამო ფეხბურთელებს საქმის გარკვევა პოლიციასთანაც მოუხდეთ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონი 1 კვირის წინ დასრულდა, მომდევნო სეზონი კი სტარტს 12 სექტემბერს აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101123