ფეხბურთი

19:50 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" წაუგებელი სერია და ლიდერობა შეინარჩუნა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურის ცენტრალური მატჩი „საბურთალოსა“ და გორის „დილას“ შორის საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

მასპინძლები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, ხოლო „დილა“ სეზონში პირველ მარცხთან, მაგრამ საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

ელვინ ტერამ 28-ე წუთზე თბილისელები დააწინაურა, რასაც პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გორელთა ლიდერის, მიკოლა კოვტალიუკის გაძევება მოჰყვა. გიორგი ნემსაძის გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა თამაში მაინც გადაარჩინა. 79-ე წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

„დილამ“ 16 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის ლიდერია, ხოლო „საბურთალო“ 13 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

„საბურთალო“ – „დილა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ელვინ ტერა (28), 1:1 სპანდერაშვილი (79)

0.111642