ფეხბურთი

1:40 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგას გულშემატკივარი დაუბრუნდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სტადიონზე მაყურებლები დაბრუნდნენ. თელავში, ადგილობრივმა გუნდმა თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და ტრიბუნებზე ქომაგებიც ვიხილეთ, რაც ცხადია, სასიამოვნო სანახავი იყო.

თავად შეხვედრა საინტერესო გამოდგა, თუმცა გულშემატკივარმა გოლი ვერ იხილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„თელავი“ 11 ქულით მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო „მერანი“ მიმდინარე სეზონში ერთადერთი მოუგებელი გუნდია და 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

0.114351