ფეხბურთი

20:35 | 29.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვალიადოლიდმა" რაულ კარნერო დაიმატა

"ხეტაფეს" აწ უკვე ყოფილი მცველი რაულ კარნერო კარიერას ოფიციალურად "ვალიადოლიდში" გააგრძელებს. 31 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2023 წლის ივლისამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "ვალიადოლიდის" ვებგვერდმა გაავრცელა.

გასული სეზონის ნახევარი კარნერომ იჯარის წესით "ვალიადოლიდში" გაატარა და კლუბის მესვეურები მისით კმაყოფილები დარჩნენ. აღნიშნული გუნდის მაისურით რაულმა 12 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116039