ფეხბურთი

14:22 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დავით პეტრიაშვილი არენაზე

დავით პეტრიაშვილი არენაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცეზნიის კურსის მეორე მოდული ჩატარდა.

კურსის მონაწილე მწვრთნელებმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობით ინფორმაცია მეკარეების მომზადების, გამძლეობის, ფსიქოლოგიის, თავდაცვისა და შეტევის შესახებ მიიღეს.

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო მოდულების დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელები საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია მიიღებენ.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106222