ფეხბურთი

22:10 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" გილიამონს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

19 წლის უგო გილიამონმა "ვალენსიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2023 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "ღამურების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. გილიამონს ესპანელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურებოდა.

უგო "ვალენსიას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში თავის გამოჩენი შანსს აძლევენ ხოლმე, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ გადაუყვანიათ. გილიამონს ესპანეთის 17, 18 და 19 წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები და ორჯერ (U17 და U19) ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11349