ფეხბურთი

21:10 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბეილს კონტრაქტის ბოლომდე "რეალში" დარჩენა და კუთვნილი ხელფასის მიღება უნდა

მადრიდის „რეალიდან“ გარეთ ბეილი წასვლას არ აპირებს, ზინედინ ზიდანს კი მისი გუნდში ყოფნა არ სურს და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

As-ის ინფორმაციით, ბეილს გადაწყვეტილი აქვს, რომ მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის არქონისა, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2022 წლის ზაფხულამდე დარჩეს, კონტრაქტის ბოლომდე. ეს ადრე ფეხბურთელის აგენტმა ჯონათან ბარნეტმაც დაადასტურა.

„რეალს“ კი მისი გასხვისება უნდა, რადგან სათანადო თამაშს ვერ აჩვენებს და უელსელის ხელფასი წელიწადში 14.5 მილიონი ევროა (გადასახადების გარეშე). შედეგად, თუ „სამეფო კლუბი“ ფეხბურთელს ვერ გაყიდის, კონტრაქტის ბოლომდე მისთვის 60 მილიონ ევროს გადახდა მოუწევს (გადასახადების ჩათვლით).

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი „რეალს“ 2013 წლის ზაფხულში „ტოტენჰემიდან“ გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 251 თამაშში 105 გოლის გატანა მოახერხა.

0.145315