ჭადრაკი

13:18 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის საერთაშორისო დღე ვერის ბაღში

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჭადრაკის საერთაშორისო დღე, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ვერის ბაღში საზეიმო ვითარებაში აღნიშნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა:

საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის გახსნა,

წიგნის "წარმატება წლიდან წლამდე" წარდგენა,

ერთდროული თამაშის სეანსი საქველმოქმედო მარათონის #ითამაშეჭადრაკიდაეხმარესამშობლოს მონაწილეებთან,

ჭადრაკის ფედერაციის ონლაინ ტურნირების გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება

ბოლო წლების განმავლობაში ფედერაცია დიდი წარმატებით მუშაობდა, საერთაშორისო მნიშვნელობის უამრავი ღონისძიება გაიმართა.ქართველმა მოჭადრაკეებმა 300-მდე სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

სწორედ ამ წარმატებათა სერიის ამსახველია წიგნი ‘წარმატება წლიდან წლამდე’ რომლიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჯერ ჯიდევ 2 მარტს უნდა გამართულიყო,მაგრამ ყევლასათვის გასაგები მიზეზების გამო გადაიდო და სიმბოლურად დღევანდელ დღეს გაიმართა.

საყოვეთაო პანდემიის დროს ფედერაციამ წამოიწყო კომპანია #ითამაშეჭადრაკიდაეხმარესამშობლოს, აქციაში მონაწილეები დღეს მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონ ნანა იოსელიანს ეთამაშნენ ერთდროული თამაშის სეანსში.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია საკმაოდ აქტიურად მუშაობდა ონლაინ სივრცეში. ფედერაციამ ჩამოაყალიბა ჯგუფი საერთაშორისო, საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess.com’სადაც პროფესიონალ და მოყვარულ მოჭადრაკეებს ყოველდღიურ რეჟიმში შეეძლოთ საჭადრაკო ტურნირებში მონაწილეობის მიღება. სულ 4 თვის განმავლობაში 300-ზე მეტი ტურნირი გაიმართა ფედერაციის ეგიდით. დღეს გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოეს საჭადრაკო ლიტერატურითა და ატრიბუტიკით.

gcf.org.ge

0.170979