სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

2:17 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის მერვე გამარჯვება უნგრეთში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლუის ჰამილტონმა მერვედ მოიგო უნგრეთის დიდი პრიზი და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონტის ცხრილს სათავეში მოეცა. ბუდაპეშტში გამარჯვებით, ბრიტანელმა ლეგენდარული მიხაელ შუმახერის მიღწევა - ერთი დიდი პრიზი ყველაზე მეტჯერ მოიგო. შუმახერმა ეს საფრანგეთის დიდ პრიზზე შეძლო.

მეორე ადგილი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, რომელსაც ტრასაზე გამოსვლისას, სველ გზაზე მანქან მოუცურდა და დამცავ ზღუდეს მსუბუქად შეეჯახა. დაზიანდა წინა ფრთა და დაკიდების სისტემა, თუმცა რბოლის დაწყებამდე, „რედ ბულის“ მექანიკოსებმა შეძლეს მანქანის ჭკუაზე მოყვანა და თავიანთ ლიდერს ბრძოლის საშუალება მისცეს. მაქსმა ნარბოლევს განაცხადა, არც მეგონა, თუ რბოლას შევძლებდი და ეს მეორე ადგილი ჩემთვის გამარჯვებასავითააო.

ძნელი სათქმელია, ფერსტაპენი მეორე ადგილის დაკავებას შეძლებდა თუ არა, რომ არა ვალტერი ბოტასის შეცდომა სტარტზე, რამაც მას რამდენიმე ადგილი დააკარგვინა, რომლებიც რბოლისას დაიბრუნა. ბოტასმა სტარტზე მანქანა მანამ დაძრა, სანამ მწვან ეშუქი აინტებოდა. ფინელმა მწვანე შუქამდე მოასწრო შეყოვნება და ამით დაჯარიმებას კი გადაურჩა, მაგრამ სტარტი აღარ გამოუვიდა და ერთბაშად რამდენიმე მეტოქემ უკან მოიტოვა. მოკლედ, უნგრული ეტაპის შემდეგ, რომელიც ასევე ცარიელი ტრიბუნის წინაშე ჩატარდა, ის თანაგუნდლს 5 ქულით ჩამორჩება. ბოტასმა განაცხადა, რომ შეცდომა მისი საჭის მაჩვენებლების დაფაზე ანთებულმა მწვანე შუქმა დააშვებინა.

ჰამილტონისთვის ეს 86-ე გამარჯვებაა და მას შუმახერის კიდევ ერთ რეკორდამდე ხუთი მოგებაღა აშორებს. შეგახსენებთ, რომ წინა დღით, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა 90-ე პოულ პოზიცია მოიპოვა.

მომდევნო ორი ეტაპიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება და ორივეს ბრიტანული სილვერსტოუნი უმასპინძლებს.

უნგრეთის დიდი პრიზი

ბუდაპეშტი, ჰუნგარორინგი, რბოლის დისტანცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:36:12.473
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 8.702
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 9.452
  4. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 57.579
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1:18.316
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1 წრე
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1 წრე
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  11. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1 წრე
  12. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1 წრე
  13. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  14. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1 წრე
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  17. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 5 წრე
  20. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 55 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი 1:16.627 (70-ე წრე, 172.542 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 63 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 58; 3. მაქს ფერსტაპენი - 33; 4. ლანდო ნორისი - 26; 5-6. ალექს ალბონი და სერხიო პერესი - 22; 7-8. შარლ ლეკლერი და ლანს სტროლი - 18; 9. კარლოს საინსი - 14; 10. სებასტიან ფეტელი - 9; 11. დანიელ რიკარდო - 8; 12. პიერ გასლი - 6; 13. ესტებან ოკონი - 4; 14-15. კევინ მაგნუსენი და ანტონიო ჯოვინაცი - 2; 16. დანიილ კვიატი - 1; 17-20. კიმი რაიკონენი, ნიკოლას ლატიფი, რომენ გროჟანი, ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედსი - 121 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 55; 3-4. მაკლარენ-რენო და რეისინგ პოინტ-მერსედესი - 40; 5. ფერარი - 27; 6. რენო - 12; 7. ალფატაური-ჰონდა - 7; 8-9. ალფა რომეო-ფერარი და ჰაას-ფერარი - 2; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.201607
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X