ფეხბურთი

20:35 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტომასი "ატლეტიკოსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

განის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" საყრდენი ნახევარმცველი ტომას პარტეი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. აღნიშნულ ინფორმაცია AS-ი ავრცელებს.

ტომასი "როხიბლანკოსის" ძირითად შემადგენლობის ფეხბურთელია. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, პარტეის ხელფასი გაეზრდება და ასევე მისი გამოსასყიდი თანხა 50-დან 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით აფრიკელი მოთამაშე კლუბში 2023 წლამდე უნდა დარჩეს.

ტომასი "ატლეტიკოს" აკადემიის აღზრდილი მოთამაშეა და პირველ გუნდში 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ტომასმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ტომასის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111384