ფეხბურთი

12:18 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი: "ლაუტაროს დავეხმარებით, რომ თავი სახლში იგრძნოს"

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ლაუტარო მარტინესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ არგეტინელი "ბლაუგრანაში" გადავა, თავს საკუთარ სახლში იგრძნობს.

"ლაუტარო შესანიშნავი ფეხბურთელია. "ინტერში" მაგარი სეზონი აქვს და არაჩვეულებრივ დონეს აჩვენებს. არასდროსაა იტალიაში კარგი თამაში, როდესაც არგენტინიდან გადადიხარ, მაგრამ მან ეს შეძლო და ბევრი რამ დაამტკიცა. ახალგაზრდაა და თუ ჩვენთან მოვა, დავეხმარებით, რომ თავი სახლში იგრძნოს", - თქვა ურუგვაელმა Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ და "ინტერი" ლაუტაროს სანაცვლოდ 70 მილიონ ევროსა და ჟუნიორ ფირპოს მიიღებს.

0.116184