ფეხბურთი

19:45 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ახალი მაისური 20-იანი წლების შთაგონებით

კატალონიის „ბარსელონამ“ 2020-2021 წლების სეზონის მაისურები ოფიციალურად წარადგინა. ფორმა ტრადიციულ ფერებში ვერტიკალურ ზოლებში იქნება, მაგრამ მასში მნიშვნელოვანი დეტალია დატანილი - ოქროსფერი ზოლები.

როგორც ესპანური მედია იტყობინება, „ბარსას“ ახალი მაისურები გასული საუკუნის 20-იანი წლებიდანაა შთაგონებული, როდესაც კატალონელებმა ლა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგეს და იმავე პერიოდში ხუთჯერ სამეფო თასს დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ მაისურის პრეზიენტაციაზე სერხიო ბუსკეტსთან ერთად ლიონელ მესიც იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი „კამპ ნოუზე“ რჩება და მომდევნო სეზონსაც „ბარსელონაში“ გაატარებს.

თეგებიბარსელონა
0.126998