ფეხბურთი

13:51 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყვეტილება მიღებულია - "მანჩესტერ სიტი" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

„მანჩესტერ სიტი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. გადაწყვეტილება სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ასევე ცნობილია, რომ „ქალაქელებს“ ჯარიმის სახით 30 მილიონი ევროს ნაცვლად 10 მილიონის გადახდა მოუწევთ.

უეფა-მ პეპ გვარდიოლას გუნდი თებერვალში დასაჯა. ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის გუნდს დისკვალიფიკაცია და აგრეთვე ჯარიმა ემუქრებოდა. თუმცა, „მანჩესტერ სიტიმ“ გადაწყვეტილება შვეიცარიაში, ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივდა და სასურველ შედეგს მიაღწია.

შეგახსენებთ, პრემიერლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, „სიტის" კი 72 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი მესამე ადგილზე მყოფ „ჩელსის“ 12 ქულით უსწრებს, ამიტომ მას ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გარანტირებული აქვს.

0.114077