სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:29 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" წვალობს, ქულებს კარგავს, მაგრამ უპირატესობას ზრდის
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს ბოლო ტურებში საჩემპიონო ბრძოლაში მოვლენები უცნაურად ვითარდება. „იუვენტუსი“ ქულებს ანიავებს, მაგრამ უპირატესობას ზრდის. ტურინელებმა ბოლო ორ ტურში კინკილა ქულა მოიპოვეს, თუმცა „ლაციომ“ ვერაფერით ისარგებლა და ახლა „იუვე“ სკუდეტოსთან იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე აქამდე.

XXXII ტურში მაურიციო სარის გუნდმა მორიგი უფერული, მეტიც საშინელი ფეხბურთი აჩვენა. ეს გასაკვირი არაა, შევეჩვიეთ, სარის ხელში შავ-თეთრები გაურკვევლობაში არიან. ორჯერ საჯარიმოში ხელით თამაში - ეს არის მიზეზი იმისა, რომ „იუვე“ ზედიზედ მეორედ არ დამარცხდა.

„ატალანტა“ ტურინში დიდი ამბიციით ჩავიდა: ზედიზედ 9 გამარჯვება, შესანიშნავი სათამაშო ფორმა და სკუდეტოს მოგების იმედი. „იუვენტუსის“ ძლევის შემთხვევაში ჯან პიერო გასპერინის გუნდი პიემონტელებს 6 ქულამდე მიუახლოვდებოდა! ახლოს იყო ამასთან და მიჯრით მეათე გამარჯვებასთან „ატალანტა“, მეტოქეს აჯობა, ჯერ დუვან ძაპატამ გაიტანა, შემდეგ კი რუსლან მალინოვსკიმ. შუაში კრიშტიანუ რონალდუმ პენალტით გაათანაბრა. პორტუგალიელს მეორედაც მოუწია ბურთთან მისვლა და თერთმეტმეტრიანი ისევ გაიტანა. ორივე ეპიზოდში ბერგამოელ მცველებს ბურთი ხელზე მოხვდათ. კრიშტიანუმ სერია A-ში 28-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავის ლიდერ ჩირო იმობილეს კინკილა გოლით ჩამორჩება. ლუზიტანელს მხოლოდ 2022 წელს 18 გოლი აქვს იტალიის ჩემპიონატში გატანილი და ტოპ ლიგებში წლეულს ეს საუკეთესო შედეგია. „ბიანონერი“ ქულას დასჯერდა ცუდი ფეხბურთით, მაგრამ „ლაციოსთან“ უპირატესობა გაიზარდა.

„ატალანტას“ 87 გოლი აქვს გატანილი და სამი ფეხბურთელი გადასცდა 15-გოლიან ზღვარს (მურიელი 17 გოლი, ილიჩიჩი 15, ძაპატა 15) და სერია A-ში ერთ გუნდში ბოლოს ასეთი შემთხვევა 1951-1952 წლების სეზონში დაფიქსირდა. კერძოდ, „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს მუჩინელის, ბონიპერტისა და ჰანსენს ჰქონდათ 15 გოლზე მეტი გატანილი.

ამასობაში,უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ „ლაციომ“ ფარ-ხმალი დაყარა და ალბათ მეორე ადგილის შენარჩუნებაც გაუჭირდება. სიმონე ინძაგის ზედიზედ მესამედ წააგო! „მილანთან“ და „ლეჩესთან“ უქულოდ დარჩენის შემდეგ „არწივები“ შინ „სასუოლოსთანაც“ ხელმოცარულნი დარჩნენ. საერთოდ, რესტარტი შემდეგ 6 ტურში „ლაციალემ“ 4-ჯერ წააგო და მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა. შედეგად, „იუვენტუსს“ 8 ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, „ატალანტას“ ერთი ქულით უსწრებს, ხოლო „ინტერს“ სამით, მაგრამ მილანელებთან შედარებით თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. მოკლედ, რომაელთა საქმე უკან-უკან მიდის...

მეორე დედაქალაქურმა გუნდმა „რომამ“ კი თვალებში გამოიხედა და გასავარდნად განწირული „ბრეშა“ ადვილად 3:0 დაამარცხა. გოლი გაიტანა ნიკოლო ძანიოლომ, რომელიც მინდორს ერთი კვირის წინ 7-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. „ჯალოროსი“ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი მეტისმეტად მიზერულია - ოთხეულთან დიდი უფსკრულია.

„იუვენტუსი“ – „ატალანტა“ 2:2 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

უმაყურებლოდ

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო (ალექს სანდრო 57); რაბიო, ბენტანკური, მატუიდი (რემზი 82); ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 57), დიბალა (იგუაინი 69), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ატალანტა“ (3-4-1-2): გოლინი; ტოლოი, პალომინო (კალდარა 75), ჯიმსიტი; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი (ტამეზე 75, კასტანე; გომესი (მალინოვსკი 67); ილიჩიჩი (პაშალიჩი 58), ძაპატა (მურიელი 67)

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

გოლები: 0:1 ძაპატა (16), 1:1 რონალდუ (55, პენ), 1:2 მალინოვსკი (80), 2:2 რონალდუ (90, პენ)

გაფრთხილება: ბერნარდესკი (10), კუადრადო (29), რაბიო (73) - პაშალიჩი (61), ჰატებური (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (5 ) 9 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

„ლაციო“ – „სასუოლო“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ლუის ალბერტო (33), 1:1 რასპადორი (52), 1:2 კაპუტო (90)

„ბრეშა“ – „რომა“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 ფაციო (48), 0:2 კალინიჩი (62), 0:3 ძანიოლო (74)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.120325
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X