ჩოგბურთი

23:44 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრის ევერტი: სერენა უილიამსი საუკეთესო ფორმაშია

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, კრის ევერტი ამბობს, რომ საჩოგბურთო სეზონის განახლებას სერენა უილიამსი საუკეთესო ფორმაში ხვდება და რომ მეტოქეებს მისი დამარცხება ძალიან გაუჭირდებათ.

„ვფიქრობ, ის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია და მოუთენლად ელის კორტზე დაბრუნებას. სერენას სირთულეების გამკლავების წარმოუდგენელი უნარი აქვს. მან ცხოვრებასი ბევრი სიძნელე გადალახა და ახლაც ყველაზე სხვებზე იოლად შეძლებს ამას. ამიტომ, ნებისმიერი მეტოქე უნდა უფრთხილდეს“, - ამბობს ევერტი.

სხვათა შორის, სერენამ ტიკტოკზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კარანტინის დროს მისი ვარჯიშია ასახული. სერენა გვიჩვენებს, რომ მონდომების შემთხვევაში, ვარჯიშის შესრულება ჩვეულებრივი საგნების გამოყენებითაც შესაძლებელია. სერენას ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია - ის უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11216