ფეხბურთი

22:03 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ გადაწყვეტილება მიიღო: ჩემპიონთა ლიგაზე მასპინძლებმა სტატუსი არ დაკარგეს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის დარჩენილი ოთხი მატჩი ტურინში, ბარსელონაში, მანჩესტერსა და მიუნხენში გაიმართება.

უეფამ ცოტა ხნის წინ აღმასკომის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ პლეი-ოფის საწყისი სტადიის ოთხი მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე არ არ გამართულიყო. ამრიგად, მასპიძნელი გუნდები საკუთარ მოედანზე ითამშებენ, ოღონდ უმაყურებლოდ.

"უეფამ აღმასკომის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მასპინძელი გუნდები თავიანთ სტადიონებზე ითამაშებენ დახურულს კარს მიღმა", - წერია უეფას განცხადებაში.

ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი მერვედფინალური მატჩი („იუვენტუსი“ – „ლიონი“, „მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“, „ბაიერნი“ – „ჩელსი“, „ბარსელონა“ – „ნაპოლი“) 7-8 აგვისტოს გაიმართება.

12 აგვისტოდან კი ტურნირზე შემორჩენლი რვა გუნდი (ზემოხსენებულ წყვილებში გამარჯვებულები, „ატლეტიკო“, „ატალანტა“, „ლაიპციგი“, პსჟ) პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გააგრძელებენ უპრესტიჟულესი ტურნირის მოსაგებად ბრძოლას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113321