ფეხბურთი

18:03 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მერანის" ფეხბურთელი: " ჩემს ნათქვამს ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს ვინმე მავიწროვებდეს"

ქართულ მედიაში გავრცელებულ ინტერვიუს, სადაც მარტვილის „მერანის ბრაზილიელი ლეგიონერი რასიზმის თემაზე საუბრობს, თავად ფელიპე პაიმი გამოეხმაურა.

მეგრული ლუბის ლეგიონერმა განაცხადა, რომ მის მიერ ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გაიგეს და აღნიშნულ თემაზე კომენტარი თავიდან გააკეთა. ფელიპემ ასევე ხაზი გაუსვა იმ თემას, რომ საქართველოში მის მიმართ რასისტული ხასიათის საქციელი ყოფილა, თუმცა არა დიდი დოზით.

"რასიზმი ზოგადად მთელ მსოფლიოში მძინვარებს და ეს პრობლემატური თემაა. რა თქმა უნდა ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ქვეყანა, რომელსაც უდიდესი ისტორია და კულტურა გააჩნია. მე ძალიან შემიყვარდა საქართველო, ასევე ძალიან ლამაზია მარტვილიც.

სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანები ყველა ქვეყანას ჰყავს. მათ შორის ცუდიც და კარგიც. ჩემს ნათქვამს ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს ვინმე მავიწროვებდეს. ეს ასე არაა, მე ვგრძნობ ყურადღებას მარტვილის "მერანის" ქომაგობისგან. ძალიან შეკრული გუნდია და მეგობრებიც შევიძინე.

რასიზმის ცალკეული გამოვლინება ჩემი მისამართით საქართველოში ყოფილა, მაგრამ არა დიდი დოზით. მთლიანობაში კი მინდა ყველამ იცოდეს, არ შეიძლება ადამიანები დაიყონ კანის ფერის ან სარწმუნოების მიხედვით.

ერთი რამ კი ნათელია, საქართველოში ყოფნა რომ არ მსიამოვნებდეს, აქ არც ვიქნებოდი. დიდ პატივს ვცემ თქვენს ტრადიციებს, სტუმართმოყვარე ხალხს და ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს. "მერანი" ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეული გუნდია“, - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს „მერანის“ ფეისბუქ გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116764