სხვა

1:55 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის მარათონი აპრილის ნაცვლად ნოემბერში გაიმართება

პარიზის მარათონის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გარბენი კიდევ ერთხელ გადაიდო. მიზეზი რა თქმა უნდა, ახალი კორონავირუსის პანდემიაა. პირვანდელი განრიგით, მარათონი 5 აპრილს უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ პანდემიის გამო, ის 18 ოქტომბრისთვის გადაიტანეს.

მაგრამ ქალაქის მერისათან და პარიზის პოლიციასთან მოლაპარაკების შემდეგ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ უფრო უსაფრთხო იქნება, თუ მარათონს ნოებმერში გამართავენ. შეჯიბრის ვებგვერდზე, ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის დაცვის სტრუქტურებთან და სამართალდამცველებთან კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, ახალი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ცნობისათვის, პანდემიის გამო, უკვე გაუქმდა ბოსტონის, ნიუ იორკის, ბერლინის და რომის მარათონები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100848