ფეხბურთი

16:26 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" გიორბელიძის ავსტრიულ კლუბში ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

გორის „დილამ“ გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერში“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბი მადლობას უხდის 24 წლის ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

ამასთან, ცნობილია, რომ გიორბელიძე ივლისის ბოლომდე კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე „დილაში“ დარჩება და ავსტრიაში აგვისტოდან გადაბარგდება.

მოგეხსენებათ, გუშინ ავსტრიულმა გამოცემებმა გაავრცელეს ცნობა, რომ გურამმა „ვოლფსბერგერთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

გურამ გიორბელიძე მარცხენა მცველია და „დილამდე“ ბოლნისის „სიონში“ ირჯებოდა. „ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის ბუნდესლიგა მესამე პოზიციაზე დაასრულა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

0.117005