ფეხბურთი

21:13 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გურამ გიორბელიძე ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდში ითამაშებს

გორის „დილადან“ ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ - გურამ გიორბელიძის ტრანსფერის შესახებ გავლენიანი ავსტრიული გამოცემები წერენ.

24 წლის განაპირმა მცველმა „ვოლფსბერგერთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

„ვოლფსბერგერი“ ავსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია 2019-2020 წლების სეზონი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ამავე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და დამდეგ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისევ ითამაშებს.

რაც შეეხება გიორბელიძეს, ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში მოედანზე ორჯერ გავიდა, „დილამდე“ კი ბოლნისის „სიონის“ ღირსებას იცავდა.

0.110199