ავტოსპორტი

2:14 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალბონი: ჰამილტონთან შეჯახებამ პოტენციური გამარჯვება დამაკარგვინა

„რედ ბულის“ ალექს ალბონი ამბობს, რომ ავსტრიის დიდი პრიზის რბოლის მიწურულს, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონთან შეჯახებამ, შესაძლოა მას ფორმულა 1-ში პირველი გამარჯვება დააკარგვინა.

შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც ტაილანდელი გარე რადიუსით გასწრებას ცდილობდა. სტიუარდებმა მომხდარი მალევე განიხილეს და ჩემპიონს 5-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს. ალბონი კი მესამე ადგილიდან პელოტონის ბოლოში აღმოჩნდა და ფინიშსაც ვერ მიღწია, რადგან მის მანქანას იგივე პრობლემა დაეწყო, რამაც უფრო ადრე, მისივე თანაგუნდელ მაქს ფერსტაპენის გაჩერება გამოიწვია.

ბოლო სამ რბოლაში, ეს მეორე მსგავსი შემთხვევაა. პირველი გასული სეზონის ბრაზილიის დიდი პრიზის დროს მოხდა და მაშინაც ალბონმა უფრო იზარალა. ინტერლაგუშის ინციდენტის შემდეგ, ჰამილტონმა მეტოქეს მოუბოდიშა - ალბონმა იქ კვარცხლბეკზე ასვლის რეალური შანსი დაკარგა.

ჰამილტონმა მომხდარს სარბოლო ინციდენტი უწოდა, თუმცა ჯარიმა არ გაუპროტესტებია. რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა ჩემპიონი „პირად საქმეში“ ორი საჯარიმო ქულითაც დასაჯეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112037