ფეხბურთი

15:35 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ "ბარსასთან" მოლაპარაკებები შეაჩერა და შესაძლოა გუნდი დატოვოს

ლიონელ მესიმ შესაძლოა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივოს და ერთ წელიწადში გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. Cadena Ser-ის ინფორმაციით, არგენტინელმა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაწყებული მოლაპარაკებები შეაჩერა.

მიზეზი კლუბში მიმდინარე პროცესებია, რითაც ლეო კმაყოფილი არაა და ამიტომ, გუნდის გამოცვლა გადაწყვტია. ამასთან, მესის არც ის მოსწონს, როგორც კლუბი მისი ახალი კონტრაქტის მიმართ იქცევა.

გარდა ამისა, Mundo Deportivo იტყობინება, რომ „ბარსელონამ“ სამხრეთ ამერიკელს ხელშეკრულების მხოლოდ ერთი წლით, 2022 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზა, ერთი წლით ავტომატურად განახლების პერსპექტივით.

აღსანიშნავია, რომ მესის ამჟამინდელი კონტრაქტი ითვალისწინებდა პუნქტს, რომლის მიხედვით 10 ივნისამდე შეეძლო გუნდი უფასოდ დაეტოვებინა, მაგრამ ეს არ გამოიყენა, რითაც დადასტურდა, რომ „კამპ ნოუზე“ 2021 წლამდე დარჩება, თუმც რა იქნება შემდეგ ახლა არავინ იცის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099609