ფეხბურთი

3:32 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სირცხვილს გადარჩენილი "მილანი" და "ინტერის" შთამბეჭდავი გამარჯვება

იტალიის სერია A-ს XXIX ტურის შემდეგ ლიდერთა სამეულში ცვლილება არ მოხდა. „იუვენტუსის“ და „ლაციოს“ გამარჯვებებს, გამარჯვებითვე უპასუხა „ინტერმა“ და კონკურენტებს კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მისცა.

პასუხიცაა და პასუხიც - ანტონიო კონტეს გუნდმა „ბრეშა“ დაიბრიყვა და 6:0 გააცამტვერა. ცხადია, „ბრეშა“ „ინტერისთვის“ საპირწონედ არ გამოდგება, რადგან ბოლო ადგილზეა და ალბათ გავარდნისგან სასწაულიც ვეღარ იხსნის, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც ლამაზი ფეხბურთით იგებ. თან არ დაგვავიწყდეს, რომ კონტემ გადახალიებული შემადგენლობით ათამაშა თავისი გუნდი. 6 გოლი, 6 სხვადასხვა ფეხბურთელის აქტივშია. „ინტერი“ ისევ რვა ქულაშია ლიდერთან, რაც სერიოზული ფორაა, მითუფრო, როდესაც შენი კონკურენტი „იუვენტუსია“, მაგრამ ბრძოლა დასაფასებელია.

„მილანმა“ პოსტკორონავირუსული პერიოდი ჩინებულად დაიწყო, ორი ლამაზი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ასე იდეალურად არ ყოფილა. სტეფანო პიოლის გუნდი „ბრეშასთან“ ერთად ლიგის ყველაზე სუსტ გუნდს, „სპალს“ ესუმრა და წაგებას ბოლო წამზე გადაურჩა. „როსონერი“ თავიდანვე ჩამორჩა ორი ბურთით და მერე რიცხობრივ უპირატესობაში გაატარა მთელი მეორე ტაიმი. ამით გარვეულწილად ისარგებლა კიდევ, რადგან ბოლო 10 წუთში რაფაელ ლეაოსა და ვიკარის ავტოგოლით ქულა მაინც მოიპოვა. თუმცა, ეს შვება ვერ უნდა იყოს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონამდე ძალიან დიდი მანძილია...

ოქროს სამი ქულა მოიპოვა გენუის „სამპდორიამ“, რომელიც „ლეჩეს“ ესტუმრა. უშუალო კონკურენტები, რომელთაც კინკილა ქულა ანსხვავებდათ, მაგრამ ახლა კლაუდიო რანიერის გუნდი 4 ქულით მოსცილდა „ჯალოროსის“ და შესაბამისად, გასავარდნ ზონასაც. ბოლოს, „ფიორენტინაზეც“ ვთქვათ, ორიოდ სიტყვა, რომელსაც კატასტროფული სეზონი აქვს და რომ არა სხვა გუნდების უნიათობა, ახლა გავარდნის რეალური საფრთხის ქვეშ იქნებოდა (ისე, არც ახლაა მთლად მშვიდად). „იებმა“ მორიგი საშინელი თამაში შინ „სასუოლოსთან“ ჩაატარეს და მიმდინარე სეზონში მე-12 მარცხი განიცადეს.

„ბოლონია“ – „კალიარი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბაროუ (45), 1:1 სიმეონე (46)

„ინტერი“ – „ბრეშა“ 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 იანგი (5), 2:0 სანჩესი (20, პენ), 3:0 დ’ამბროზიო (45), 4:0 გალიარდინი (52), 5:0 ერიკსენი (83), 6:0 კანდრევა (88)

„ფიორენტინა“ – „სასუოლო“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 დეფრელი (24, პენ), 0:2 დეფრელი (35), 0:3 მულდური (61), 1:3 კუტრონე (90)

„ვერონა“ – „პარმა“ 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 კულუსევსკი (14), 1:1 დი კარმინე (45, პენ), 2:1 ძაკანი (53), 2:2 გალიოლო (64), 3:2 პესინა (81)

„ლეჩე“ – „სამპდორია“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 რამირესი (40, პენ), 1:1 მანკოსუ (50, პენ), 1:2 რამირესი (75, პენ)

„სპალი“ – „ლეჩე“ 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ვალოტი (13), 2:0 ფლოკარი (30), 2:1 ლეაო (79), 2:2 ვიკარი (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142407