კალათბურთი

19:48 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ს კომისარი სეზონის ჩაშლას არ გამორიცხავს

NBA-ს კომისარი ადამ სილვერი არ გამორიცხავს, რომ სეზონი ჩაიშალოს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 31 ივლისს უნდა განახლდეს, ჯერჯერობით ყველაფერი კორონავირუსზეა დამოკიდებული.

„თუ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, სეზონის შეჩერება მოგვიწევს. ჩვენ არ შეგვიძლია ვირუსთან ერთად მიმოქცევაში ვიმოქმედოთ“, - თქვა სილვერმა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში ბოლო პერიოდში რამდენიმე კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა, მათ შორის 6 „ბრუკლინ ნეტსის“ მოთამაშეა.

თეგებიNBA
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124259