„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს გუნდში არსებული კონფლიქტის შესახებ ესაუბრა.
„კარგი ურთიერთობა გვაქვს. მართალია, ხანდახან არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ამის შესახებ საუბარიც არ ღირს. საერთოდ, ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს წინააღმდეგობები და ეს ნორმალურია.
არც მე ვიყავი ანგელოზი მოთამაშეობის დროს. მთავარია, ყველა დავარწმუნოთ, რომ საერთო იდეა გვაქვს“ - ციტირებს სეტიენის სიტყვებს Marca.
ესპანური მედია წერდა, რომ პრიმერას 32-ე ტურის შემდეგ, „სელტასთან“ ფრედ (2:2) დამთავრებულმა მატჩმა გუნდის ფეხბურთელები გაანაწყენა. ისინი მწვრთნელს ტაქტიკურ მეთოდებს უწუნებდნენ.