ფეხბურთი

11:15 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელი ფეხბურთელი სიკვდილს გასაოცრად გადაურჩა

იღბალი მქონიაო, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ენრიკემ უნდა თქვას, რომელიც 26 ივნისს სრულიად შემთხვევით და გასაოცრად გადაურჩა სიკვდილს და როგორც მის გადასარჩენად მისულმა ექიმებმა აღნიშნეს, მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში ჯერ არასოდეს ჰქონიათ...

ენრიკე ბრაზილიის ერთ-ერთ ეროვნულ ტყეპარკში მიაგელვებდა საკუთარ ავტომობილს, როდესაც მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა, რომლის სიღრმეც არც მეტი, არც ნაკლები, 200 მეტრი იყო. ენრიკემ მხოლოდ მცირე დაზიანებები მიიღო და სამაშველო ბრიგადამ როდესაც მანქანიდან გადმოიყვანა თავისი ფეხით შეძლო სასწრაფო დახმარების ავტომობილამდე მისვლა.

ასეთ დროს ადამიანის გადარჩენა ნამდვილად დიდი სასწაულია. ენრიკეს ამაჟამინდელი კლუბი “კრუზეირო“ დიდ მადლობას უხდის იმ საავტომობილო ფირმას რომლის წარმოებულ მანქანშიც ენრიკე იჯდა და მაშველებს რომლებიც გასაოცრად მალე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. არადა, მთავარი სამადლობელი იღბალია და სხვა არაფერი...

0.117302