სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

16:57 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური ლიგის ქართველი ლიდერები: შერმადინი პირველ, შენგელია – მეორე ხუთეულში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის საუკეთესო ცენტრია. ტენერიფეს ქართველმა ლეგიონერმა სეზონის საუკეთესო ხუთეულში ცენტრის ადგილი დაიკავა, დანარჩენი პოზიციები კი ამ გამორჩეულმა მოთამაშეებმა შეავსეს: ფაკუნდო კამპაცო (რეალი, გამთამაშებელი), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუდი, მსროლელი), ალექს ბუტილი (უნიკახა, ფრთა), ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა, ფორვარდი).

აღსანიშნავია, რომ შერმადინმა უკვე მეორედ მოიპოვა ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეულში ადგილი. ეს მან პირველად 2016-2017 წლების სეზონში მოახერხა, როცა “ანდორაში” თამაშობდა.

საუკეთესო ხუთეული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც გულშემატკივრები, ჟურნალისტები და თავად მოთამაშეები მონაწილეობდნენ. ყველა მოთამაშე 3 პოზიციად იყო დაყოფილი: გამთამაშებლები, მსუბუქი ფორვარდები და მძიმე ფორვარდები. გამთამაშებლებიდან ხუთეულში მხოლოდ საუკეთესო (კამპაცო) მოხვდა, ხოლო დანარჩენი პოზიციებიდან სიმბოლურში 2-2 მოწინავე შევიდა.

მსუბუქ ფორვარდებში კამპაცომ მარსელინიო ჰუერტასს აჯობა, პრეპელიჩმა და ბუტილმა ადამ ჯანგას და ალბერტო აბალდეს გადაასწრეს. რაც შეეხებათ მძიმე ფორვარდებს, მიროტიჩმა და შერმადინმა გამოკითხვაში თორნიკე შენგელიას და ვალტერ ტავარეშს აჯობეს. მცირე სხვაობა იყო ქართველებს შორის: შერმადინმა 55 პროცენტი მიიღო, შენგელიამ კი – 40.

შესაბამისად, თორნიკე შენგელია ესპანური ლიგის მეორე ხუთეულში შევიდა. თორნიკესთან ერთად ხუთეულში ადგილები დაიკავეს: მარსელიონიო ჰუერტასი (ტენერიფე), ალბერტო აბალდე (ვალენსია), ადამ ჰანგა (ბარსელონა) და ვალტერ ტავარეში (რეალი).

ხუთეულებთან ერთად, ცხადია, გამოვლინდა სეზონის საუკეთესო მოთამაშეც, რომელიც გახდა ბარსელონელი ნიკოლა მიროტიჩი.

ესპანური ლიგის სიმბოლურ სუთეულში მოხვედრის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა გიორგი შერმადინმა, რომელსაც ტენერიფეში შევეხმიანეთ:

“ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც ჩემთვის, ისე ყველა ამ ტიტულის მფლობელისთვის. აღნიშნული გამოკითხვის შესახებ ყველამ იცოდა და მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საუკეთესოთა შორის იმსახურებდნენ ადგილს, მოუთმენლად ელოდნენ შედეგების გამოქვეყნებას. დღეს, დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოკითხვის შედეგად ლიგის MVP და სიმბოლური პირველი და მეორე ხუთეულები გამოვლინდნენ. ძალიან გასახარია, რომ ორივე ხუთეულში ქართველები მოვხვდით, რასაც ყველა ჩვენს ქომაგს, ქართველს თუ არაქართველს, გულითადად ვულოცავ. თორნიკე შენგელიას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ის პირველ ხუთეულში მოხვედრას იმსახურებდა. მოხარული ვარ, რომ ეს ტიტული მეორედ მოვიგე. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ კორონავირუსის შემდეგ განახლებული ფინალური ფაზის თაამშებში ვერ ვიყოჩაღეთ. “ტენერიფემ” საწყისი 2 მატჩი წააგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა. სამაგიეროდ, სასიახულოა, რომ ნახევარფინალშია თორნიკე შენგელიას “ბასკონია”, რომელიც “ვალენსიას” ხვდება და იმედი მაქვს, ფინალში გასვლასაც მოახერხებს”.

შენგელიამ მიმდინარე სეზონში ესპანეთის რეგულარუსლი ჩემპიონატის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 32:55 წუთი, 16.6 ქულა, 6.3 მოხსნა, 2.7 პასს, 1.4 ჩაჭრა, 0.3 დაფარება, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი – 19.6. თავის მხრივ, 22 მატჩში შემდეგი საშუალო მაჩვენებლები აქვს შერმადინს: 26:44 წუთი, 18.3 ქულა, 7.1 მოხსნა, 1.5 პასი, 0.6 ჩაჭრა, 0.5 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი 23.7.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.10993
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X