სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:02 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუს გოლი და 2 საგოლე პასი - "იუვემ" ლიდერობა განიმტკიცა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„იუვენტუსმა“ სერია A-ს XXVIII ტური დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან ტურინელთა მეტოქე „ლეჩე“ გახლდათ.

რას წარმოადგენს „ლეჩე“, სატურნირო ცხრილიდანაც ჩანს, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ოთხი თამაში - ოთხი წაგება და 3 გატანილი და 19 გაშვებული გოლი. ცხადია, კატასტროფული შედეგია.

19-დან 4 გოლი „ლეჩეს“ „იუვემ“ გაუტანა და ყველა ნაანტრაქტევს. პირველ ტაიმში კი ფაბიო ლივერანის გუნდი მეტნაკლებად ღირსეულად იბრძოდა. თუმცა 32-ე წუთზე ლუჩიონიმ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან დაკარგა და როდრიგო ბენტანკური წააქცია, ბოლო იმედის ჯარიმა იყო და სტუმართა გამოცდილი მცველი გააძევეს. ტურინელებს კი შესვენებამდეც შეეძლოთ გატანა, მაგრამ ჯერ კრიშტიანუმ გაანიავა ძალიან მაგარი მომენტი, შემდეგ ფედერიკო ბერნარდესკიმ.

მასპინძლებმა ბევრი საგოლე შანსი მეორე ნახევარშიც ქარს გაატანეს, უფრო სწორად დიდებული იყო „ლეჩეს“ კარის დარაჯი გაბრიელი, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი, მაგრამ 4-ჯერ ისიც უძლური იყო.

ჯერ იყო და რონალდუს პასით პაულო დიბალამ მორიგი მაგიური გოლი გაიტანა თავისი მაგიური მარცხენა ფეხით. 10 წუთში კრიშტიანუმ პენალტი გამოიმუშავა და თავადვე გაიტანა. „იუვემ“ მეტოქის კარი კიდევ ორჯერ მატჩის მიწურულს აიღო. რონალდუმ გონსალო იგუაინს ქუსლით გაუკეთა საგოლე პასი და „პიპიტამაც“ იხეირა, ხოლო საბოლოო ანგარიში მატიას დე ლიხტმა დააფიქსირა.

სხვათა შორის, კრიშტიანუ რონალდუს სერია A-ს ეგიდით 21 მეტოქის წინააღმდეგ უთამაშია და 20 მათგანს გოლი გაუტანა. „იუვენტუსმა“ კი 69 ქულას მოუყარა თავი და „ლაციოს“ 7 ქულით გადაასწრო, მაგრამ რომაელებს 28-ე ტურის მატჩი ჯერ არ გაუმართავთ.

„იუვენტუსი“ – „ლეჩე“ 4:0 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

უმაყურებლოდ

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, მატუიდი; ბენტანკური (რემზი 68), პიანიჩი, რაბიო (დუგლას კოშტა 52); ბერნარდესკი (მურატორე 77), დიბალა (იგუაინი 77), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ლეჩე“ (3-5-2): გაბრიელი; ლუჩიონი, პაცი, ვერა (კალდერონი 78); დონატი, ტაკჩიდისი, პეტრიჩონე (როსეტინი 46), შახოვი, რისპოლი; მანკოსუ (ბარაკი 72), ფალკო (ბაბაკარი 63)

მწვრთნელი: ფაბიო ლივერანი

გოლები: 1:0 დიბალა (53), 2:0 რონალდუ (62, პენ), 3:0 იგუაინი (83), 4:0 დე ლიხტი (86)

გაფრთხილება: ბენტანკური (38)

გაძევება: ლუჩიონი (32)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 23 (12) – 7 (2) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მარკო პიჩინინი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.227658
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X